დაBOOSTე შენი კარიერა

დაიწყე სწავლა ინტენსიური განათლების უფასო კურსებზე, მიიღე უნიკალური გამოცდილება სულ რამდენიმე თვეში და დასაქმდი ომედიაში Junior ან Middle დეველოპერის პოზიციაზე!

ყველასთვის ხელმისაწვდომი
ომედია ბუთკემპში სწავლა სრულიად უფასოა. ჩვენი მიზანი საუკეთესო ტალანტების აღმოჩენა და მათი უნარების სწრაფად განვითარების ხელშეწყობაა.
სუპერ-ინტენსიური
სტანდარტული კურსებისგან განსხვავებით, ბუთკემპში სწავლობ ყოველ დღე, იღებ სიღრმისეულ ცოდნას და რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას.
ნახტომი კარიერაში
ბუთკემპის დასრულების შემდეგ, გეძლევა შანსი, დასაქმდე ომედიაში, მიიღო კონკურენტული ანაზღაურება და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება.

რა არის ბუთკემპი

Boot Camp ეწოდება ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომლის მიზანიც მონაწილეთა დასაქმებისთვის სრული მომზადებაა. სტანდარტული კურსებისგან განსხვავებით, ბუთკემპში სწავლა ყოველდღიურია. კურსის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტები მზად არიან, თავდაჯერებულად დაიწყონ მუშაობა Junior ან Middle დეველოპერის პოზიციაზე. ომედია ბუთკემპი გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლოთ საუკეთესო პროფესიონალებისგან და შეუერთდეთ ომედიას დეველოპმენტ გუნდს კურსის დასრულებისთანავე.

about-us
პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა
ომედია ბუთკემპში სწავლა სრულიად უფასოა. ჩვენი მიზანი საუკეთესო ტალანტების აღმოჩენა და მათი უნარების სწრაფად განვითარების ხელშეწყობაა.
ფოკუსი ყოველ სტუდენტზე
ყოველი კურსის ჯგუფში მაქსიმუმ 15 სტუდენტია. ეს ნიშნავს, რომ ლექტორის ყურადღება და დამატებით კითხვებზე პასუხი, არავის მოაკლდება.
მოწვეული ლექტორების უნიკალური გამოცდილება
სპეციალურ ლექციებს კითხულობენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისგან მოწვეული ექსპერტები.
ლექტორები მუდამ თქვენს გვერდით
ყოველთვის შეგიძლიათ თხოვოთ დახმარება ლექტორს, პრაქტიკული თუ თეორიული მუშაობისას.
15-წლიანი გამოცდილებით შექმნილი სილაბუსი
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ცოდნაა საჭირო თანამედროვე დეველოპერისთვის.
გარანტირებული გზა დასაქმებისკენ
წარმატებული სტუდენტები მიიღებენ დასაქმების შეთავაზებას ომედიასგან.

მიმდინარე კურსები

Java Spring Bootcamp 02
შეისწავლეთ Java-ს Spring Framework — ენტერპრაიზ დეველოპმენტის დე-ფაქტო სტანდარტი მსოფლიოში.
სტატუსი:
რეგისტრაცია დასრულებულია
დაწყება:
ივნისი, 2023
ხანგრძლივობა:
4-5 თვე
ლექციები:
ყოველ სამუშაო დღეს, 11:00-დან 17:00-მდე
ფორმატი:
ონლაინ სწავლება ვიდეო-ზარებით
სწავლების ენა:
ქართული
ფასი:
უფასო
Angular Bootcamp 02
შეისწავლეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული Front-end Framework მსოფლიოში.
სტატუსი:
რეგისტრაცია დასრულებულია
დაწყება:
ოქტომბერი, 2022
ხანგრძლივობა:
4-5 თვე
ლექციები:
ყოველ სამუშაო დღეს, 6-8 საათის განმავლობაში
ფორმატი:
ონლაინ სწავლება ვიდეო-ზარებით
სწავლების ენა:
ქართული
ფასი:
უფასო
Java Spring Bootcamp
შეისწავლეთ Java-ს Spring Framework — ენტერპრაიზ დეველოპმენტის დე-ფაქტო სტანდარტი მსოფლიოში.
სტატუსი:
რეგისტრაცია დასრულებულია
დაწყება:
26 აპრილი, 2022
ხანგრძლივობა:
4-5 თვე
ლექციები:
ყოველ სამუშაო დღეს, 11:00-დან 17:00-მდე
ფორმატი:
ონლაინ სწავლება ვიდეო-ზარებით
სწავლების ენა:
ქართული
ფასი:
უფასო
Angular Bootcamp
შეისწავლეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული Front-end Framework მსოფლიოში.
სტატუსი:
რეგისტრაცია დასრულებულია
დაწყება:
დეკემბერი, 2021
ხანგრძლივობა:
4-5 თვე
ლექციები:
ყოველ სამუშაო დღეს, 6-8 საათის განმავლობაში
ფორმატი:
ონლაინ სწავლება ვიდეო-ზარებით
სწავლების ენა:
ქართული
ფასი:
უფასო

სტუდენტების გამოცდილება

ომედიას შესახებ

ომედია ერთ-ერთი წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ უკვე 15 წელია ვემსახურებით კლიენტებს და პარტნიორებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათთვის გამორჩეულ ციფრულ პროდუქტებს ვქმნით. ჩვენი დეველოპერები ყოველდღიურად იღებენ უნიკალურ გამოცდილებას, მრავალფეროვანი ტექნიკური სტეკისა და ზომის მქონე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით. გაიარე ჩვენი ბუთკემპი, გახდი ომედიელი და შეუერთდი გუნდს, რომელიც მუდამ ხელს შეგიწყობს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

Our Team