Angular Bootcamp

შეისწავლეთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი front-end framework ომედია ბუთკემპში!

უფასო კურსი

კურსის შესახებ

ომედია ბუთკემპის Angular კურსის გავლის შემდეგ, დამწყები JavaScript დეველოპერები მიაღწევენ Junior ან Middle Angular დეველოპერის დონეს და შეძლებენ ჩაერთონ საშუალო და დიდი ზომის Angular-პროექტების დეველოპმენტში. ბუთკემპის განმავლობაში, სტუდენტები შეისწავლიან ვებ ტექნოლოგიების და თანამედროვე დეველოპმენტის ძირითად პრინციპებს, მიიღებენ agile პროექტების გუნდში მუშაობის გამოცდილებას და სიღრმისეულად გაეცნობიან Angular ფრეიმვორკს.

სტატუსი:
რეგისტრაცია დასრულებულია
დაწყება:
დეკემბერი, 2021
ხანგრძლივობა:
4-5 თვე
ლექციები:
ყოველ სამუშაო დღეს, 6-8 საათის განმავლობაში
ფორმატი:
ონლაინ სწავლება ვიდეო-ზარებით
სწავლების ენა:
ქართული
ფასი:
უფასო

პრერეკვიზიტები

კურსი გათვლილია დამწყები დეველოპერებისთვის, ვისაც სურს სიღრმისეულად შეისწავლოს Angular დეველოპმენტი. იმისთვის, რომ მოხვდეთ Angular-ის ბუთკემპში, საჭიროა:

  • იყოთ 16 წლის ან მეტის.
  • გქონდეთ სურვილი და დრო, აიმაღლოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება.
  • გქონდეთ საკუთარი ლეპტოპი ან კომპიუტერი.
  • იცოდეთ ინგლისური (შეგეძლოთ ინგლისურენოვანი დოკუმენტაციების, სტატიების და სხვა რესურსების წაკითხვა და გაგება).
  • გქონდეთ გამოცდილება პროგრამირების საფუძვლებში.
  • იცოდეთ HTML და CSS საშუალო დონეზე.
  • იცოდეთ JavaScript-ის საფუძვლები (დეტალები).
სილაბუსი და სხვა დეტალები

შერჩევის პროცესი

1
რეგისტრაცია

გაიარეთ რეგისტრაცია და მოგვიყევით თქვენს შესახებ.

2
ტესტი

შერჩეული კანდიდატები ჩააბარებენ ლოგიკის ტესტს.

3
გასაუბრება

შერჩეულ კანდიდატებს გაესაუბრება ჩვენი გუნდი.

ჩარიცხვა

ბოლო ეტაპზე გადასული კანდიდატები იწყებენ სწავლას.

ყველასთვის ხელმისაწვდომი
ომედია ბუთკემპში სწავლა სრულიად უფასოა. ჩვენი მიზანი საუკეთესო ტალანტების აღმოჩენა და მათი უნარების სწრაფად განვითარების ხელშეწყობაა.
სუპერ-ინტენსიური
სტანდარტული კურსებისგან განსხვავებით, ბუთკემპში სწავლობ ყოველ დღე, იღებ სიღრმისეულ ცოდნას და რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას.
ნახტომი კარიერაში
ბუთკემპის დასრულების შემდეგ, გეძლევა შანსი, დასაქმდე ომედიაში, მიიღო კონკურენტული ანაზღაურება და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება.

რა არის ბუთკემპი

Boot Camp ეწოდება ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომლის მიზანიც მონაწილეთა დასაქმებისთვის სრული მომზადებაა. სტანდარტული კურსებისგან განსხვავებით, ბუთკემპში სწავლა ყოველდღიურია. კურსის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტები მზად არიან, თავდაჯერებულად დაიწყონ მუშაობა Junior ან Middle დეველოპერის პოზიციაზე. ომედია ბუთკემპი გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლოთ საუკეთესო პროფესიონალებისგან და შეუერთდეთ ომედიას დეველოპმენტ გუნდს კურსის დასრულებისთანავე.

about-us
პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა
ომედია ბუთკემპში სწავლა სრულიად უფასოა. ჩვენი მიზანი საუკეთესო ტალანტების აღმოჩენა და მათი უნარების სწრაფად განვითარების ხელშეწყობაა.
ფოკუსი ყოველ სტუდენტზე
ყოველი კურსის ჯგუფში მაქსიმუმ 15 სტუდენტია. ეს ნიშნავს, რომ ლექტორის ყურადღება და დამატებით კითხვებზე პასუხი, არავის მოაკლდება.
მოწვეული ლექტორების უნიკალური გამოცდილება
სპეციალურ ლექციებს კითხულობენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისგან მოწვეული ექსპერტები.
ლექტორები მუდამ თქვენს გვერდით
ყოველთვის შეგიძლიათ თხოვოთ დახმარება ლექტორს, პრაქტიკული თუ თეორიული მუშაობისას.
15-წლიანი გამოცდილებით შექმნილი სილაბუსი
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ცოდნაა საჭირო თანამედროვე დეველოპერისთვის.
გარანტირებული გზა დასაქმებისკენ
წარმატებული სტუდენტები მიიღებენ დასაქმების შეთავაზებას ომედიასგან.

სტუდენტების გამოცდილება

ომედიას შესახებ

ომედია ერთ-ერთი წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ უკვე 15 წელია ვემსახურებით კლიენტებს და პარტნიორებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათთვის გამორჩეულ ციფრულ პროდუქტებს ვქმნით. ჩვენი დეველოპერები ყოველდღიურად იღებენ უნიკალურ გამოცდილებას, მრავალფეროვანი ტექნიკური სტეკისა და ზომის მქონე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით. გაიარე ჩვენი ბუთკემპი, გახდი ომედიელი და შეუერთდი გუნდს, რომელიც მუდამ ხელს შეგიწყობს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

Our Team