კურსის შესახებ
ომედია ბუთკემპის Java Spring კურსის გავლის შემდეგ, დამწყები Java დეველოპერები მიაღწევენ Junior ან Middle Java დეველოპერის დონეს და შეძლებენ ჩაერთონ საშუალო და დიდი ზომის Spring-პროექტების დეველოპმენტში. ბუთკემპის განმავლობაში, სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე დეველოპმენტის ძირითად პრინციპებს, მიიღებენ agile პროექტების გუნდში მუშაობის გამოცდილებას და სიღრმისეულად გაეცნობიან Java-ს Spring ფრეიმვორკს.
პრერეკვიზიტები
კურსი გათვლილია დამწყები დეველოპერებისთვის, ვისაც სურს სიღრმისეულად შეისწავლოს Java Spring დეველოპმენტი. იმისთვის, რომ მოხვდეთ Spring-ის ბუთკემპში, საჭიროა:
- იყოთ 16 წლის ან მეტის.
- გქონდეთ სურვილი და დრო, აიმაღლოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება.
- გქონდეთ საკუთარი ლეპტოპი ან კომპიუტერი.
- იცოდეთ ინგლისური (შეგეძლოთ ინგლისურენოვანი დოკუმენტაციების, სტატიების და სხვა რესურსების წაკითხვა და გაგება).
- გქონდეთ საწყისი გამოცდილება პროგრამირებაში.
- იცოდეთ Java-ს საფუძვლები (იხილეთ დეტალები).
- იცოდეთ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საწყისები.
შერჩევის პროცესი
გაიარეთ რეგისტრაცია და მოგვიყევით თქვენს შესახებ.
შერჩეული კანდიდატები ჩააბარებენ ლოგიკის ტესტს.
შერჩეულ კანდიდატებს გაესაუბრება ჩვენი გუნდი.
ბოლო ეტაპზე გადასული კანდიდატები იწყებენ სწავლას.
რა არის ბუთკემპი
Boot Camp ეწოდება ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომლის მიზანიც მონაწილეთა დასაქმებისთვის სრული მომზადებაა. სტანდარტული კურსებისგან განსხვავებით, ბუთკემპში სწავლა ყოველდღიურია. კურსის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტები მზად არიან, თავდაჯერებულად დაიწყონ მუშაობა Junior ან Middle დეველოპერის პოზიციაზე. ომედია ბუთკემპი გთავაზობთ იშვიათ შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლოთ საუკეთესო პროფესიონალებისგან და შეუერთდეთ ომედიას დეველოპმენტ გუნდს კურსის დასრულებისთანავე.
სტუდენტების გამოცდილება
ომედიას შესახებ
ომედია ერთ-ერთი წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ უკვე 15 წელია ვემსახურებით კლიენტებს და პარტნიორებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათთვის გამორჩეულ ციფრულ პროდუქტებს ვქმნით. ჩვენი დეველოპერები ყოველდღიურად იღებენ უნიკალურ გამოცდილებას, მრავალფეროვანი ტექნიკური სტეკისა და ზომის მქონე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით. გაიარე ჩვენი ბუთკემპი, გახდი ომედიელი და შეუერთდი გუნდს, რომელიც მუდამ ხელს შეგიწყობს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.